Tuesday, October 24, 2017

ატლანტის ოკეანე

 დედამიწის სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდან არის და „ატლასის ზღვას“ ნიშნავს.
ოკეანეს წაგრძელებული ლათინური S-ის მაგვარი ფორმა აქვს, ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით არის გადაჭიმული და ეკვატორიული ურთიერთსაპირისპირო დინებით 8° ჩრდილოეთის გრძედთან იყოფა ჩრდილო და სამხრეთ ატლანტიკებად. დასავლეთით ესაზღვრება ამერიკის კონტინენტებს, ხოლო აღმოსავლეთით — ევროპასა და აფრიკას. წყნარ ოკეანეს უკავშირდება არქტიკის ოკეანით ჩრდილოეთში და დრეიკის სრუტითსამხრეთში. ეს ორი ოკეანე ხელოვნურად ასევე დაკავშირებულია პანამის არხით. აღმოსავლეთით ატლანტისა და ინდოეთის ოკეანის გამყოფია 20° აღმოსავლეთის მერიდიანი, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით ანტარქტიკისკენ მიერმართება. ატლანტიკას არქტიკის ოკეანისგან ჰყოფს ხაზებიგრენლანდიასა და ჩრდილოდასავლეთ ისლანდიას შორის, ჩრდილოაღმოსავლეთ ისლანდიასა და შპიცბერგენის უკიდურეს სამხრეთ წერტილებს შორის და შემდეგ ჩრდილოეთის კონცხსა და ჩრდილოეთ ნორვეგიას შორის.






ინდოეთის ოკეანე

ინდოეთის ოკეანე



ინდოეთის ოკეანე სიდიდით მესამე წყლის აუზია მსოფლიოში და დედამიწის ზედაპირის დაახ. 20%-ს ფარავს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აზიას (ინდოეთის სუბკონტინენტს); დასავლეთით არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას; აღმოსავლეთით მცირე აზიის ნახევარკუნძულს, ინდონეზიის კუნძულებსა და ავსტრალიას; სამხრეთით კი სამხრეთის ოკეანეს. ატლანტიკის ოკეანისგან 20° აღმოსავლეთის მერიდიანი ჰყოფს, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით მიემართება, ხოლო წყნარი ოკეანისგან 147° აღმოსავლეთის მერიდიანი. ინდოეთის ოკეანის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი სპარსეთის ყურეში დაახ. 30° ჩრდილოეთის განედზე იმყოფება.


ინდოეთის ოკეანე თითქმის 10.000 კმ-ია სიგანეში აფრიკის სამხრეთ წერტილსა და ავსტრალიას შორის; მისი ფართობია 73.556.000 კმ², წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის ჩათვლით. ოკეანის მოცულობა გამოთვლით 292,131,000 კმ³ უნდა იყოს. კუნძულები ძირითადად გარშემო მდებარე კონტინენტების სიახლოვესაა. ოკეანის კუნძული-ქვეყნებია: მადაგასკარი (მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული), კომორის კუნძულები, სეიშელის კუნძულები, მალდივის კუნძულები, მავრიკი და შრი-ლანკა. ინდონეზია ოკეანეს ესაზღვრება. ოკეანის როგორც სატრანზიტო გზის მნიშვნელობამ ის მრავალი კონფლიქტის მომსწრე გახადა. მისი სიდიდის გამო ვერცერთმა ქვეყანამ მასზე ერთპიროვნული კონტროლი ვერ მოახდინა მე-19 საუკუნემდე, როცა დიდი ბრიტანეთი გახდა თითქმის მთელი მოსაზღვრე მიწების განმგებელი 



Monday, October 23, 2017

წყნარი ოკეანე


ფართობით და სიღრმით ყველაზე დიდი ოკეანეა დედამიწაზე. მდებარეობს დასავლეთიდან ევრაზიისა და ავსტრალიის მატერიკებს, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას, და სამხრეთიდან ანტარქტიდას შორის.
წყნარი ოკეანე განფენილია დაახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და 19,5 ათას კილომეტრზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ზღვებთან ერთად მისი ფართობია 178,684მილიონი კმ2, საშუალო სიღრმე 3984 მ. წყნარი ოკეანის (და მთლიანად, მსოფლიო ოკეანის) უდიდესი სიღრმეა 10 994 მ (მარიანის ღარში). წყნარ ოკეანეზე, დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მილიონი კმ2-ით აღემატება დედამიწის მთელი ხმელეთის ფართობს.



ატლანტის ოკეანე

ატლანტის ოკეანე  დედამიწის სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდ...